მიროტაძე ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

“გიდასტურებთ, რომ მივიღე გადაწყვეტილება, წავიდე ჩემი ბავშვობის ქალაქში და ვცადოთ ამ ქალაქის წარმომადგენლებთან ერთად რამდენად შეგვიძლია ყველას ერთად, შევაჩეროთ რეგრესი და დავიწყოთ უსწრაფესად პროგრესი. ეს ამ ქალაქში შესაძლებელია და ამას სჭირდება საზოგადოების ნება, რომლის იმედიც მე მაქვს, რომ ეს ნება ექნება, პროგრესი დაიწყოს. სხვა საკითხია არჩევანს როგორ გააკეთებს, მე დარწმუნებული ვარ, მისი არჩევანი იქნება სამართლიანი და სწორი. მგონია, რომ იქ გამარჯვება კი არ იქნება იმდენად რთული, გამარჯვების შემგომი პერიოდი იქნება, რადგნა ქალაქში არის ბევრი პრობლემა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც მე პარლამენტში ვარ შევეცადე, რომ რაც შემეძლო გამეკეთებინა, რაღაცეები გამოვიდა, რაღაცეები – არა, რაღაცეები დავიწყეთ, რაღაცეებთან დაკავშირებით ნება არ იყო – როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლებიდან, თუმცა ვფიქრობ, ბრძოლა ყოველთვის გამარჯვებით სრულდება, მთავარია, ადამიანები არ დაიღალონ ბრძოლაში. მე ვიცი, რომ ჩემ ქალაქში ბრძოლისუნარიანი ადამიანები მელოდებიან”, – განაცხადა მიროტაძემ “ობიექტივის” ეთერში.

banner
წინა სტატიაშიშსს კომენტარს აკეთებს: ,,მამა გაბრიელ კახელიშვილმა პოლიციის მანქანაში თვითდაზიანებები მიიყენა”
შემდეგი სტატიალევან იზორიას ნათესავი წალენჯიხა-ჩხოროწყუს „აღებისთვის“ „ემზადება“?