მიროსლავ ლაიჩაკი: მიხარია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს კარგი ამბავი უნდა ვაცნობო

მოხარული ვარ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს კარგი ამბავი უნდა ვაცნობო – ევროკავშირის საბჭოს მუდმივ წარმოამდგენელთა კომიტეტმა, ევროკავშირის ყველა 28 წევრის შემადგენლობით, ‘მწვანე შუქი” აუნთო საქართველოს ვიზალიბერალიზაციას, – ამის შესახებ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიროსლავ ლაიჩაკმა ბრიუსელში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, გადმოგვცეს მანდატი, დავასრულოთ მოლაპრაკებები ევროპარლამენტთან. ეს ასევე კარგი ამბავია ჩვენთვისაც, რადგან სლოვაკეთისთვის საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის მიღწევა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იყო. ახლა ჩვენ ევროპარლამნეტის კონსტრქუციული მიდგომის იმედი გვაქვს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მთელ ამ პროცესს ძალიან მალე დავამთავრებთ წარმატებით“,-აღნიშნა მიროსლავ ლაიჩკმა.

ამასთან, მისივე თქმით, ყოველთვის სარისკოა საუბარი კონკრეტულ თარიღებზე, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ახლა გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა უნდა მიიღოს.

„ჩვენ როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, მივიღეთ მანდატი და ევროპარლამენტთან მოლაპრაკებებს დაუყოვნებლივ ვიწყებთ. მსურს, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მიზანია, ფორმალური პროცესი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. როგორც კი ეს მოხდება, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ გამგზავრებას ევროპაში უვიზოდ და იქ 90 დღემდე დარჩენას. თუმცა, ახლა გადაწყვეტილება ევროპარლამენტზეა დამოკიდებული. ჩვენ, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე, ქვეყანა გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს“,-აღნიშნა ლაიჩიკმა.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი ყოფნის მიზანია, დავაკვირდეთ არჩევნებს და შემდეგ მთავრობას სასარგებლო რჩევები შევთავაზოთ”
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი: მივმართავ სამართალდამცველებს, ახლა არის ვითარება, როდესაც სტაბილურობამ უნდა გაიმარჯვოს კრიმინალზე