მირიან ნიკოლაძე – ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა, „ტოიოტა ქამრში“ მსხდომი ექვსივე პირი იყოს ბრალდებული განზრახ მკვლელობის მუხლით

ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა, „ტოიოტა ქამრში“ მსხდომი ექვსივე მათგანი იყოს ბრალდებული 109-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით, – ამის შესახებ გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

როგორც მირიან ნიკოლაძემ აღნიშნა, „ტოიოტა ქამრიში“ მყოფი პირები გამოედევნენ გიორგის და სხვა ბავშვებს, რომლის შემდეგაც დადგა უმძიმესი შედეგი.

„ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა, ყველა მათგანთან დაკავშირებით, ექვსივე მათგანთან მიმართებაში თუ გამოძიება უფრო კონკრეტულად გამოკვეთს და უფრო დამაჯერებელი იქნება რომელიმე მათგანზე, შემდგომ კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდებით, მტკიცებულების საფუძველზე, თუმცა დღესდღეობით ჩვენი პოზიციაა, რომ ექვსივე მათგანი იყოს ბრალდებული 109-ე მუხლით“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

banner
წინა სტატიაშიმირიან ნიკოლაძე – ოჯახის პოზიციაა, ყველა დამნაშავე მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო
შემდეგი სტატიაენგურის ხიდი დროებით ისევ გაიხსნება