მირიან ნიკოლაძე – ოჯახის პოზიციაა, ყველა დამნაშავე მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახის პოზიციაა, რომ ყველა დამნაშავე, მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო.

„იცით, რომს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე გამოაქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, ამ დასკვნას ოჯახი ველოდით ძალიან დიდხანს, იმ თვალსაზრისით, რომ ეს იყო ერთ-ერთი გარდამტეხი ეტაპი გამოძიებაში. სწორედ ამ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე უნდა დაგვედასტურებინა ჩვენი პოზიცია, რამდენად რეალური იყო ოჯახის ვერსია გიორგის განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით. ექსპერტიზის დასკვნით, ცალსახად არის დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს. მოკლეს ჩვენი შვილი და შემდგომში ის გადააგდეს მდინარე არაგვში.

შესაბამისად, ოჯახს ექნება კატეგორიული პოზიცია, შსს-სა და პროკურატურის წინაშე, რომ ყველა დამნაშავე მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო. ველოდებით, როდის იქნება წარდგენილი კონკრეტული ბრალდებები“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

banner
წინა სტატიაშიკალათბურთის ეროვნული ნაკრები შენგელიას მხარდაჭერას უცხადებს
შემდეგი სტატიამირიან ნიკოლაძე – ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა, „ტოიოტა ქამრში“ მსხდომი ექვსივე პირი იყოს ბრალდებული განზრახ მკვლელობის მუხლით