მირეკავენ დაშიფრული ნომრიდან არის მუქარის ტონის ზარები – მაჩალიკაშვილი

მირეკავენ დაშიფრული ნომრიდან არის მუქარის ტონის ზარები – ამის შესახებ თემირლამ მაცლიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშილი აცხადებს. მისი თქმით, მას შუამავლებს უგზავნიან და ეუბნებიან, რომ პარლამენტის წინ პროტესტი შეწყვიტოს.

„მირეკავენ დაშიფრული ნომრიდან არის მუქარის ტონის ზარები, პირდაპირი ჩემთან შეხვედრები. მე ნებისმიერთან მივდივარ, ნებისმიერთან ვინც კი დამირეკავს, ვინც კი კაცს გამომიგზავნის, შემხვდიო. ვინც ჩემს მტერს წინააღმდეგობას გაუწევს, ის არის ჩემთვის ახლო ადამიანი. ამბობენ შენ „ნაციონალებთან“ ხარ, ამასთან ხარ იმასთან ხარ, ასეთი რაღაცეები არის, რასაც მე ყურადღებას არ ვაქცევ. შუამავალს მიგზავნიან, თუ არ წახვალ მაქედან ამას გავაკეთებთ და იმას გავაკეთებთო…“- ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

banner
წინა სტატიაში“ასეთმა კომპანიებმა არათუ მერიის ტენდერებში, საერთოდ სახელმწიფო ტენდერებში ვერ უნდა მიიღონ მონაწილეობა”- კახა კალაძე
შემდეგი სტატიაპირველი ივლისიდან, თბილისში მეტროს სამუშაო დრო მცირდება