მირდატ ქამადაძე სუს-სა და პოლიციას შორის დაპირისპირებაზე საუბრობს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, მირდატ ქამადაძე, სუს-სა და პოლიციას შორის დაპირისპირებაზე საუბრობს.

მან ბათუმის მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენა და განაცხადა, რომ პატრულის რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდა. ქამადაძე კონკრეტულ მიზეზებზე და ფაქტებზე საუბრობს.

„საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ბათუმის მოვლენების შემდეგ ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე პატრულ-ინსპექტორის, გია ხალვაშის, განცხადება, რომლითაც, ფაქტობრივად, დადასტურდა სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირების ფაქტი. სამწუხაროდ, ჩვენი ეჭვი გამართლდა და პატრულ-ინსპექტორი გია ხალვაში სამსახურიდან გაათავისუფლეს,“ – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიათბილისში, ცინცაძის 13 ნომერში ტაქსის მძღოლი დააყაჩაღეს