მირცხულვა: როდესაც სახელმწიფოზეა საუბარი არ მაინტერესებს ექსკლუზივი, სკანდალი, ვინ ვის აშანტაჟებს და რა მესიჯებს უგზავნის

“არსებობს მუნდირის ღირსების განცდა. როდესაც სახელმწიფოზეა საუბარი არ მაინტერესებს ექსკლუზივი, სკანდალი, ვინ ვის აშანტაჟებს და რა მესიჯებს უგზავნის. ანუ რა გამოდის – სახელმწიფო უსაფრთხოების საყოველთაოდ (მსოფლიოში) აღიარებული პრინციპები შეიძლება თავზე დაგვემხოს? ანუ ნებისმიერ “მუშაკს” შეუძლია ისაუბროს წყაროებზე, ფაქტებზე, სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათზე რეაგირების ფორმებზე? რომელ ახალგაზრდას და გულანთებულ პატრიოტს მოუნდება ამ ყველაფრის შემყურე სახელმწოფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობა, რაც უდიდესი პატივი უნდა იყოს ნებისმიერი, სახელმწიფოებრივი განცდის მქონე მოქალაქისთვის? მით უფრო მაშტაბების გათვალისწინებით.
ყველაზე მთავარი – თუ ვინმეს დავიწყდა წაიკითხეთ სსკ-ს 313-ე მუხლი.
ვიმეორებ, ფეხებზე მკიდია პოლიტიკური მიზანშეწონილობა და კონიუქტურა. გულანთებული აქციის მომწყობები არ არიან საშიში, მოსიარულე ბომბები – კი!
დღეს, ხვალ, ზეგ – მელია კი არ არის თემა, რომელიც არსად გარბის. აგერ გაქვთ თემა, სხვას რომ თავი დავანებოთ – მუნდირის ღირსების თემა.
საეკლესიო ნაწილში სულ
არ მაინტერესებს მეუფე იაკობის და მეუფე დიმიტრის ომი და ბრძოლა, საეროში კი გახარიასთვის გაგზავნილი ფარული მესიჯები და შანტაჟის მცდელობა”, – ბატონი გოგაშვილი საითაც არის ისედაც ცხადია-წერს გოჩა მირცხულავა.

banner
წინა სტატიაშიN17 პენიტენციურ დაწესებულებაში თითქოსდა პატიმრებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა
შემდეგი სტატიაკახა მიქაია ხელისუფლებას: კიდევ კარგად ხართ გადარჩენილები