თბილისის მერი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მისვლას არ აპირებს და ამბობს, რომ მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის მიწის გადაცემის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტებების საჭიროებას ვერ ხედავს.
„ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი, ასე რომ , მე რომ შოუში მონაწილეობით დავკავდე, საქმეს ვინღა გააკეთებს. ასე რომ, მირჩევნია საქმეს მივხედო,“ – აცხადებს ნარმანია.
ოპოზიცია იმ განკარგულების გაუქმებას ითხოვს, რომლის საფუძველზეც, რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ოჯახს მილიონი ლარის ღირებულების ქონება გადაეცა. ოპოზიციის მიერ, ხელმოწერების საშუალებით, მერისთვის მიცემული ერთკვირიანი ვადა დღეს იწურება.