მირჩა ჯოანა – ნატო აღარ არის ვალდებული, თავი შეიკავოს ძალების გაფართოებისგან აღმოსავლეთ ევროპაში

ნატო აღარ არის ვალდებული წარსული ვალდებულებებით, თავი შეიკავოს ძალების გაფართოებისგან აღმოსავლეთ ევროპაში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ განაცხადა.

ჯოანას თქმით, რუსეთმა თავისი ნაბიჯებით გააუქმა 25 წლის წინ ნატო-სთან ხელმოწერილი დამფუძნებელი აქტი ორმხრივი ურთიერთობების, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების შესახებ.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის მოადგილემ თქვა, რომ რუსებმა „აიღეს ვალდებულება, არ დასხმოდნენ თავს მეზობლებს, რასაც ახლა აკეთებენ და ნატო-სთან რეგულარული კონსულტაციები გაემართათ, რასაც არ აკეთებენ“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯოანა მიიჩნევს, რომ ალიანსი აღარ არის „არანაირად შეზღუდული აღმოსავლეთ ფლანგზე ძლიერი პოზიციის“ შესაქმნელად.

banner
წინა სტატიაშიანჯეი დუდა – პოლონეთი მზადაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ეწვევა