მირანდა მირიანაშვილი: მაპატიეთ თუ რამე გაწყენინეთ,არაფერი ჩამიდენია უმსგავსო

მიყვარს თავდავიწყებით ჩემი ქვეყანა.მიყვარს ჩემი ხალხი.ისინიც ვინც მლანძღავს.არ მიცნობს, მაგრამ გააფთრებით მთათხავს და ცდილობს ლაფი დაგვასხას მე,ჩემ ოჯახს, სტუმრებს, გეფიცებით ესაა რასაც ამ წუთს განვიცდი!..ვიცი, დღეის დრამის ყველა მონაწილეს სამშობლოს სიყვარული ამოძრავებს.

თითოეულს სიკეთეს ვუსურვებ,ჯანმრთელობას და სიყვარულს,ამითაა სავსეა ეხლა ამ მწარე წუთებში ჩემი გული,სიყვარულით,რომელიც აუცილებლად გადაგვარჩენს ყველას.

გაუმარჯოს ჩვენ საქართველოს ,თქვენ გაგიმარჯოთ ყველას,მაპატიეთ თუ რამე გაწყენინეთ,არაფერი ჩამიდენია უმსგავსო.

გთხოვთ,არ მომწეროთ კომენტარი,და ნურც ამ ჩემი ამოძახილის შეფასებით შეწუხდებით. მინდა თითოეულს გითხრათ რომ მიყვარხართ და ამის გააზრება ეხლა მხდის ბედნიერს.” წერს მირიანაშვილი “ფეისბუქზე”

პოზნერის მთავარი მასპინძელი, მირანდა მირიანაშვილი

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშირუსი კომპოზიტორი ვიქტორ დრობიში, რომელიც თბილისში იმყოფებოდა ინსტაგრამზე ვიდეომასალას ავრცელებს
შემდეგი სტატიადიმიტრი გაბუნიამ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა დატოვა