მიქაუტაძე: ვფიქრობ, ზომიერად ჰუმანური ადამიანი ვარ

“ვფიქრობ, ზომიერად ჰუმანური ადამიანი ვარ,” – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი გიორგი მიქაუტაძე პასუხობს ნინო წილოსანის შეკითხვას, თუ რამდენად ჰუმანური ადამიანია ის.

“უფრო ჰუმანური, ალბათ,” – ამბობს მიქაუტაძე.

წილოსანმა მას ასევე კითხა რა არის ჰუმანიზმი და რა კავშირშია სახელმწიფოს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებთან?

“ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ჰუმანურობის პრინციპზე დაყრდნობით. სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებები გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ შექმნას იმგვარი ვითარება და საკნონმდებლო მოწესრიგება ქვეყანაში, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ადამიანის უფლებების დარღვევები და ნეგატიური ვალდებულება არის ის, რომ თავად სახელმწიფომ არ შელახოს ადამიანის უფლება და არ მოახდინოს უფლებაში უკანონო ჩარევა. მე მომხრე ვარ ჰუმანური მიდგომების, თუმცა ზომიერების ფარგლებში. ჩვენ ვახსენეთ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკაც, რომელიც ვნახეთ და განვიცადეთ ამ ქვეყანაში და შემდეგ შედარებით უფრო ლმობიერი მიდგომებიც ვნახეთ და მისი შედეგებიც შეგვიძლია, რომ შევაფასოთ,” – ამბობს მიქაუტაძე.

გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-13 კანდიდატია, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უსმენს. პარლამენტის წინაშე სულ 20 კანდიდატი წარდგება. ისინი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის 20 ვაკანტური ადგილისთვის იბრძვიან.

banner
წინა სტატიაში,,ვეცდებით, დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ რუსთავი-თბილისის ავტობანი საჭიროა”
შემდეგი სტატიანათია თურნავა – ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა