მიქანაძე თამარ ჟვანიაზე: არანაირ კავშირში არ არის ოპოზიციის მოთხოვნასთან

თამარ ჟვანიას გადაწყვეტილება იყო მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილება, ის არანაირ კავშირში არ არის ოპოზიციის მოთხოვნასთან, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„ეს ადამიანი სრულად უსაფუძვლოდ თვეების განმავლობაში უსაფუძვლოდ შეურაცხმყოფელი წნეხისა და გარკვეული ძალადობის ქვეშ იმყოფებოდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ეს იყო უსამართლო დამოკიდებულება მის მიმართ.

მას მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ პროცესი ბოლომდე მიიყვანა და ძალიან კარგად ითანამშრომლა საგამოძიებო კომისიასთან, ბევრი ინფორმაცია გამოვითხოვეთ ცესკოდან და ეს ინფორმაცია მყისიერად მოგვდიოდა.

რადიკალური ოპოზიციისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება თავმჯდომარე, მათ იციან, რომ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“ და იციან, რომ მომავალ არჩევნებშიც „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

banner
წინა სტატიაშიერთი კაცის პროტესტი ბათუმში- რას ითხოვს მოქალაქე
შემდეგი სტატია1-ელი ივლისიდან საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება