განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში სასკოლო ფორმების მინიმუმ ერთი სარეალიზაციო პუნქტი გაიხსნება,_ ამის შესახებ გივი მიქანაძემ განაცხადა.
მიქანაძის განცხადებითვე, მომავალი კვირიდან ასევე ამოქმედდება ონლაინპლატფორმა, საიდანაც მშობლებს ფორმების გამოწერა შეეძლებათ. შეძენისას იმოქმედებს სხვადასხვა ბანკის საშეღავათო „ქეშბექ“ სისტემა.














