მიქანაძე – როცა ევროპული კურსის მხარდამჭერ რეზოლუციას არ დაუჭერ მხარს, საერთოდ რა გინდა პოლიტიკაში და რაზე უნდა გქონდეს პრეტენზია?

ამას რომ არ დაუჭერ მხარს, საერთოდ რა გინდა პოლიტიკაში და რაზე უნდა გქონდეს პრეტენზია, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. აღნიშნულით იგი გამოეხმაურა ბრიუსელში, „ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუციის დაინიცირების საკითხის ჩავარდნას.

მიქანაძის თქმით, ამ “სამარცხვინო ლაქას” ის ოთხი პარლამენტარი, რომელმაც რეზოლუციას ხელი არ მოაწერა, ვერასდროს ჩამოიწმენდს.

“ეს არის მიზანმიმართული მცდელობა იმისა, რომ ოპოზიციამ თავისი სამარცხვინო საქციელი ისრებით გადაიტანოს ისევ და ისევ მმართველ გუნდზე. როგორმე აიცილოს ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც ისინი გუშინ ჩაცვივდნენ, როდესაც რეზოლუციის პროექტს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ორ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს ეხებოდა, ევროკავშირში გაწევრიანებას და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთხელ მხარდაჭერას. ამას რომ არ დაუჭერ მხარს, საერთოდ რა გინდა პოლიტიკაში და რაზე უნდა გქონდეს პრეტენზია. შემდგომში გამოვიდნენ განცხადებებით იმისა, რომ რატომ სხვა ევროპარლამენტარებს არ მიმართეს.

პირველ რიგში, ძალიან კარგად გამოჩნდა შენ შენი ქვეყნისთვის გული როგორ შეგტკივა. პარლამენტის ამ ოთხმა წევრმა როგორ გამოავლინა თავისი პოზიცია. ამ სამარცხვინო ლაქას ისინი ვერასდროს ვერ ჩამოიწმენდენ”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

გარდა ამისა, გივი მიქანაძემ ისაუბრა ევროპარლამენტარებთან კომუნიკაციაზე და აღნიშნა, რომ უკრაინის დელეგაციამ თავი შეიკავა ხელმოწერისგან, რაც მიუთითებს, რომ ისინი უნისონში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მოქმედებდნენ.

“რაც შეეხება ევროპარლამენტარებთან კომუნიკაციას, ანუ ევროპარლამენტარებთან იყო დიალოგი იმისა, რომ მსგავსი რეზოლუცია მხარდაჭერილი იქნებოდა, თუკი ის დაინიცირდებოდა. უბრალოდ შედგა ისეთი პოზიციონირება, რომ მომხდარიყო “ასოცირებული ტრიოს” წევრების მიერ ამ რეზოლუციის დაინიცირება. როგორც იცით, მოლდოვის დელეგაციამ ინიციატივას ხელი მოაწერა, უკრაინელებმა თავი შეიკავეს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი მეგობრული განწყობიდან რა საპასუხო რეაქციებს ვიღებთ უკრაინის წარმომადგენლებისგან და კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ისინი უნისონში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მოქმედებდნენ”, – აღნიშნა მიქანაძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – ჩვენი სურვილია, რომ აშშ-სთან პარტნიორობას ჰქონდეს ხელშესახები შედეგები, იმედია, გვექნება პროგრესი ამ მიმართულებით
შემდეგი სტატიაკობახიძე – დღევანდელი მონაცემებით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში