მიქანაძე: რადიკალურმა ოპოზიციამ როგორი დესტრუქცია მოაწყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე არ აკონკრეტებს, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში მივა თუ არა.

როგორც ჟურნალისტებს მიქანაძემ განუცხადა, მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში მისვლის საკითხზე მსჯელობა გაიმართება.

„თქვენ ნახეთ, რადიკალურმა ოპოზიციამ როგორი დესტრუქცია მოაწყო. მათი ერთადერთი დღის წესრიგია, ხელისუფლების წარმომადგენლებს არ მისცენ შესაძლებლობა, საზოგადოებას მათი ინტერესიდან გამომდინარე გასცენ პასუხი. სწორედ ოპოზიციის დესტრუქციის გათვალისწინებით, პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. საზოგადოების მაღალ ინტერესს წარმოადგენდა, მინისტრისგან ინფორმაცია მიეღო, მაგრამ ეს დესტრუქციული ძალების მიზანი არ იყო, რადგან არ უნდათ, საზოგადოებამ კონკრეტულ ფაქტებზე გამყარებული არგუმენტები მოისმინოს“, – განაცხადა მიქანაძემ.

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი შარლ მიშელის ვიზიტს ეხმაურება: “შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია”
შემდეგი სტატია“შეურაცხმყოფელია, რომ ელჩები ეუბნებიან ჩვენი მთავრობის მეთაურს, პარლამენტს ან სასამართლოს, რა უნდა გააკეთონ”