20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

მიქანაძე ფარულავას: სტუდენტების ხელბორკილებით გაყვანა სამართალდამცველების რეაგირება იყო

პარლამენტში, სადაც განათლების მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ, გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, გიგა ფარულავამ გივი მიქანაძეს შეახსენა, რომ სტუდენტებს დღეს ხელბორკილებს სასწავლო დაწესებლებებში ადებენ და დევნიან. 

“დამშვიდდით, დაწყნარდით…თქვენ რატომ ღელავთ …სასწავლო დაწესებულებებში მიმდინარეობს სტუდენტების დევნა და ახლგაზრდები უნივერსიტეტიდან ხელბორკილებით გაჰყავთ მშვიდობიანი პორტესტის, ტროტუარზე დგომის გამო”, – განაცხადა გიგა ფარულავამ. 

მიქანაძემ პარტია “საქართველოსთვის” წევრს უთხრა, რომ სტუდენტების დევნად შეფასებულ შემთხვევა სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან განხორციელებული რეაგირებაა.

“რაც შეეხება თქვენს მიერ სასწავლებლებში დევნად შეფასებულ შემთხვევას, როგორც ცნობილია, სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან განხორციელდა რეაგირება, კონკრეტული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. სახელმწიფოში თითოეული ინსტიტუცია მოქმედებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და შესაბამისი სამართლებრივი შეფასებაც სწორედ უფლებამოსილი ორგანოების პრეროგატივაა. ჩვენი პოზიცია არის მკაფიო – საგანანათლებლო პროცესის უწყვეტობა, სტუდენტთა უფლებების დაცვა. საზოგადოებრივი წესრიგი და კანონის უზენაესობა წარმოადგენს თანაბრად მნიშვნელოვან ღირებულებებს, რომლებიც უზრუნველყოფილი უნდა იყოს კანონით დადგენილი სტანდარტების სრული დაცვით”, – განაცხადა გივი მიქანაძემ. 

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სამინისტრო: ლაითურის ციხეში კინოთეატრი და სპორტული მოედნები აშენდება
შემდეგი სტატიაშეჩერებული იქნა მოქალაქე, რომელიც არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას – დარახველიძე