მიქანაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფაქტობრივად საკუთარი განცხადებების მძევლები გახდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფაქტობრივად საკუთარი განცხადებების მძევლები გახდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

გივი მიქანაძემ კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებაზე, რომ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებს „ამნისტიის შესახებ“ კანონს, „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს, შეუერთდეს შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, თინა ბოკუჩავას განცხადება, ნიშნავს, რომ ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან.

„რაც განაცხადეს და რისი პირობაც საკუთარი ამომრჩევლის წინაშე დადეს, იმის საწინააღმდეგოს გაკეთება მოუწიათ. როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ მათ ადრე თუ გვიან მოუწევთ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერა, ისინი ცდილობენ, თავი რაღაცით დაეძვრინათ. თუ კი ისინი შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერენ, „ამნისტიის კანონის“ მიღების შემდეგ, ეს იქნება არასრულფასოვანი შემოერთება ამ დოკუმენტთან და პირადად ჩემთვის ეს მიუღებელი იქნება. თუ პასუხისმგებლობას იღებენ, მთლიან დოკუმენტზე უნდა აიღო. თუ პასუხისმგებლობას იღებ დასავლურ ღირებულებებზე, უპირობოდ უნდა დაეთანხმო დოკუმენტს ისე, როგორც მმართველმა გუნდმა გააკეთა და ამით შესაძლებლობა მისცა მცირე ზომის პარტიებს გათავისუფლებულიყვნენ, რასაც „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მათ უქმნიდა და არ აძლევდა საშუალებას, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებულიყვნენ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

banner
წინა სტატიაშირიკოთის საავტომობილო გზაზე სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა
შემდეგი სტატიალომჯარია: რატომ არის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა გარდაუვალი საჭიროება