მიქანაძე: გვაქვს მოლოდინი, რომ ზურაბიშვილი არჩევნებამდე გადადგება

“ზურაბიშვილი არჩევნებამდე გადადგება და ერთ-ერთ ოპოზიციურ გაერთიანებას მიეკედლება” -“ოცნების” მოლოდინების შესახებ ამჯერად გივი მიქანაძემ ისაუბრა ჟურნალისტებთან.

მმართველი პარტიის წევრის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ისედაც ბოლო ერთი წელია ოპოზიციის ნარატივზე ზის, ამიტომაც მიქანაძისთვის სალომე ზურაბიშვილის გაერთიანება ოპოზიციასთან მოულოდნელობა არ იქნება.

ჩვენთვის, ეს ადამიანი ფაქტობრივად არ არის პრეზიდენტი, გამომდინარე იქიდან, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ის სცნო კონსტიტუციის დამრღვევად. სალომე ზურაბიშვილი არანაირი ნეიტრალიტეტის კონტექსტში არ ჯდება. ის ბოლო 6 თვე, ერთი წელიწადია მთლიანად არის ოპოზიიცის ნარატივზე გადასული და ჩვენ ამასაც ვამბობთ, რომ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ადამიანი არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე სავარაუდოდ გადადგება თავის პოზიციიდან და ერთ-ერთ ოპოზიციურ გაერთიანებას მიეკედლება”, – ამბობს მიქანაძე.

banner
წინა სტატიაშიუკრაინულმა სპეცსამსახურებებმა გამოავლინეს რუსეთის ჯაშუშური ქსელი, რომელშიც უკრაინის სპეცსამსახურების ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები შედიოდნენ
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – დასავლურ ძალებს ვთავაზობ, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჩამოვყალიბდეთ საპრეზიდენტო კანდიდატზე, დაახლოებით ვხვდები, ვინ იკვეთება, მაგრამ სხვების აზრიც მაინტერესებს