(video) კახა მიქაია:”გულწრფელად მრცხვენია, რომ ზუგდიდს ასეთი ხელისუფლება ჰყავს”

გიხაროდენ!!!

"ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე “დაიცავი საქართველოს” სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს კახა მიქაია“გოდერძი შარაშიას ბლიცინტერვიუმ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ლაშა გოგიასთან, საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა ის ხელისუფლება, რომელმაც ჩემი კუთხე სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა, თავად როგორ სულიერ და ინტელექტუალურ კრიზისში იმყოფება”-ასე ეხმიანება “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია გადაცემა “იმედის დროში” გასულ ლაშა გოგიას ინტერვიუს.

“გულწრფელად მრცხვენია, რომ ზუგდიდს ასეთი ხელისუფლება ჰყავს. ხელისუფლება, რომელმაც არ იცის ვინ არის სალომე დადიანი და მისი მეუღლე. რა კავშირი არსებობდა მიურატებსა და დადიანებს შორის. ხელისუფლება, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს ნაპოლეონის ნიღბების განთავსების ადგილებზე ზუგდიდში, პარიზსა და ლონდონში. ხელისუფლება, რომელსაც დაკარგული აქვს სახელმწიფოებრიობის განცდა და გალის რაიონის ზუგდიდის მოსაზღვრე რაიონად აღქმა უჭირს. ლაშა გოგია არ არის გამონაკლისი. ასეთივე „ინტელექტუალური შესაძლებლობებით“ სამეგრელოს მთავრობაში ბევრი მაღალჩინოსანი „გამოირჩევა“, რომელთაც „ეს ნიჭიერება“ ნაციონალებისგან მემკვიდრეობით ერგოთ. იმ პოლიტიკური ძალისგან, რომლისთვისაც საქართველოს ისტორია 2003 წლიდან იწყება.
ლაშა გოგია დღეს იმ პორტირებული ნაციონელების სახეა სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, რომელთა კვალიფიციურობა, ინტელექტი, განათლება და პროფესიონალიზმი ყოველთვის ეჭვქვეშ იდგა. ამიტომაც, არ არის გასაკვირი, როგორც ყოფილ, ისე დღევანდელ ხელისუფლებას რატომ უჩნდება სურვილი გაჩეხოს ჭადრების ხეივანი, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ააშენოს პრეზიდენტის რეზიდენცია, გაიყვანოს ველოტრასა. ნიკოსა და პუპის სასახლის წინ აღმართოს სასტუმრო.
მივმართავ პრემიერ კვირიკაშვილს! რეალურად დაიწყოს ღარიბაშვილის მიერ ორი წლის წინ დაანონსებული ორივე სასახლის, დადიანების ეზოსა და ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია და საბოლოოდ გაიწმინდოს ხელისუფლება კოჰაბიტაციური ნარჩენებისგან!”-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაში(video)უკან პოლიტიკაში? – პირველი კომენტარი პრემიერ-მინისტრობის შემდეგ “იმედის დროში”
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაურს შვედეთში ელჩად უშვებენ?