მიქაელი – თავისუფლება უნდა ყველას და მომხრე ვარ, რომ ყველა ადამიანი გათავისუფლდეს

თავისუფლება უნდა ყველას და მე ვარ მომხრე, რომ ყველა ადამიანი გათავისუფლდეს, საყვარელ ოჯახებს დაუბრუნდეს. პეტიციაზე ხელის მოწერა ბევრს არაფერს ნიშნავს. მთავარი არის, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის მინდა სიკეთე და კარგი, – ამის შესახებ მეუფე მიქაელმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

„მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე არ არის აქ საუბარი, აქ არის საუბარი ყველა იმ ადამიანზე, რომელსაც ელოდებიან სახლში მშობლები, დედმამიშვილები, ძალიან რთულია, გული მეტკინა, რომ მის დედას, შვილებს იმ ადგილებში მისვლა მოუწიათ, რომელ ადგილებშიც სხვადასხვა დედებიც დადიან და სხვადასხვა შვილებიც, ეს არავისთვის არ არის კარგი. ამიტომ, ჩვენ ცოტა სხვანაირად უნდა ვიცხოვროთ, მიმტევებლობით უნდა ვიცხოვროთ, მე დავაშავე შენ უნდა მომიტევო, შენ დააშავე მე უნდა მოგიტევო, მარტო დაჭერა და გამწარება არაფერს მოგვიტანს, რადგან დღეს შეიძლება, მე ვიყო პატიმარი, ხვალ-შენ. შერიგებას რა სჯობს, 100 პარტიაა და 100 ნაწილად დაიყოს საქართველო? ამერიკა გვიყვარსო და კი ბატონო, არავინ არავის არაფერს უშლის, ორად-ორი პარტიაა ამერიკაში და საქართველოში რამდენი პარტიაა? რა ჯობია ახლა იყოს ორი და სამი პარტია და უფრო ნორმალურად გადანაწილდეს ძალები თუ 120 პარტია შეიქმნას და 120 ნაწილად დაყოს საქართველო? მე არა ვარ ამის მომხრე. ერთადერთი, შემრიგებლობა, ერთიანობა ხდება ეკლესიაში, ყველა უნდა მობრძანდეთ ეკლესიაში, ნებისმიერი პარტია, უნდა დავუჯეროთ პატრიარქს, რადგან ღმერთმა ასე ბრძანა, რომ პატრიარქს დაუჯერეთ, რადგან ის არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი“, – განაცხადა მეუფე მიქაელმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 4 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაწითლიძე – სამტრედიასთან კოლონას გზა გადაუკეტეს, 30 კაცია ცოცხებით (ვიდეო)