მიქაელ ბოტკოველი: პროტესტის ნიშნად, ვტოვებ საპატრიარქოს

მამა მიქაელ ბოტკოველი საპატრიარქოს პრესმდივნის თანამდებობას ტოვებს. ინფორმაცია მან „მოამბეს“ დაუდასტურა.

„მე ვთქვი სწორედ ის, რაც ვნახე. აქამდე სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში ნანახი არ მყავდა. მე არ მითქვამს, რომ ის გადადგა ან გადააყენეს, უბრალოდ არ მინახავს. მატყუარა და თვალთმაქცი თვითონაა და მას უახლოეს მომავალში საკადრისი პასუხი გაეცემა. პროტესტის ნიშნად, დავტოვე ჩემი თანამდებობა და წამოვედი საპატრიარქოდან. ვიყავი კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი და დღეიდან, ჩემს მოვალეობებს აღარ შევასრულებ“, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

მანამდე, მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა სიცრუში დაადანაშაულა, რადგანაც მამა მიქაელმა დღეს განაცხადა, რომ გერმანიიდან პატრიარქის დაბრუნების შემდეგ, სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ გამოჩენილა.

საპატრიარქოს პრესმდივნის აღნიშნული განცხადება თავად ოხანაშვილმა უარყო და განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.

banner
წინა სტატიაშიოხანაშვილი საპატრიარქოში გუშინ იმყოფებოდა-ფოტო მამა მიქაელ ბოტკოველის ინფორმაციას უარყოფს
შემდეგი სტატია,,ცხადია, რომ უზენაესი სასამართლო უბრალოდ არღვევს კანონს და კონსტიტუციას” – ნიკა გვარამია