Minval Politika: “თბილისის სატარიფო დემარშის” საპასუხოდ ბაქო სომხეთის საზღვართან რკინიგზის აღდგენის საკითხს განიხილავს”

“თბილისის სატარიფო დემარშის” საპასუხოდ ბაქო სომხეთის საზღვართან რკინიგზის აღდგენის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სამთავრობო გამოცემა Minval Politika ავრცელებს.

მანამდე, გამოცემა წერდა, რომ საქართველომ აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში ტრანზიტისთვის არარეალურად მაღალი ტარიფი მოითხოვა.
შემდეგ, კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო უზრუნველყოფდა აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ერთჯერად ტრანზიტს სომხეთში სრულიად უსასყიდლოდ.
მაგრამ ასეთი ერთჯერადი გადაწყვეტილებები არ პასუხობს ფუნდამენტურ კითხვას: რა არის თბილისის რეალური პოზიცია გრძელვადიანი ტარიფებისა და საბაჟო გადასახადების საკითხთან დაკავშირებით? და რაც მთავარია, ვისი ინტერესები აყალიბებს ამ პოლიტიკას, რომელიც ასე მოულოდნელია ქვეყნისთვის, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ეყრდნობოდა ბაქოს მხარდაჭერას და სტრუქტურულ სარგებელს იღებდა თავისი სატრანზიტო სტატუსიდან? პარადოქსი ის არის, რომ საქართველო, რომელიც ფაქტობრივად სატრანზიტო ცენტრად ჩამოყალიბდა აზერბაიჯანული ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების წყალობით, ახლა დგამს ნაბიჯებს, რომლებიც ასუსტებს მის კონკურენტულ უპირატესობებს,” – წერია მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

Minval Politika წერს, რომ საქართველოს არჩეული კურსი ბაქოს გარდაუვლად აყენებს ალტერნატიული მარშრუტების ძიების აუცილებლობის წინაშე.

მედიის ცნობით, აზერბაიჯანმა უკვე დაიწყო საკუთარი შესაძლებლობების შეფასება ალტერნატიული ლოგისტიკური ღერძის შემუშავებისთვის, რაც გულისხმობს რკინიგზის ხაზის აღდგენას, რომელიც საბჭოთა პერიოდში ბაქოს ყაზახთან აკავშირებდა და შემდეგ იჯევანის მიმართულებით გრძელდებოდა.

დღეს ბაქო განიხილავს ამ მონაკვეთის აღდგენის შესაძლებლობას… ჩვენი ინფორმაციით, წინასწარი შეფასება უკვე დაწყებულია: შესწავლილია ტექნიკური პარამეტრები, ხარჯები და ვადები იმ მონაკვეთის შესაძლო აღდგენისთვის, რომელიც შესაძლებელს გახდის ზოგიერთი სატრანზიტო მარშრუტის გადატანას საქართველოს დამოკიდებულებისგან.

ამავდროულად, განიხილება სრულფასოვანი საგზაო მარშრუტების ვარიანტი… ის ფაქტი, რომ ასეთი დისკუსიები მიმდინარეობს, ბევრ რამეზე მეტყველებს: აზერბაიჯანმა შეწყვიტა ტრანზიტის აღქმა საქართველოს გავლით ერთადერთ ან გარდაუვალ მარშრუტა,” – წერს გამოცემა.

Minval Politika აღნიშნავს, რომ დღეს თბილისი მარტივი არჩევნის წინაშე დგას: “ან ინტეგრირება თანამშრომლობის ახალ რეგიონულ მოდელში, ან დააკვირდეს მარშრუტების განვითარებას, სადაც მისი ყოფნა აღარ არის საჭირო”.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” არასდროს არ ამბობს სიმართლეს, მაგაში გამხელთ ზუსტად!” – ირმა ინაშვილი
შემდეგი სტატიაევროპელმა ლიდერებმა ტრამპთან უკრაინის საკითხი განიხილეს