მინუს 80 გრადუსზე შესანახი ვაქცინით აცრა თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის დიდ საავადმყოფოებში ჩატარდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმ ვაქცინით, რომელიც -80 გრადუსიან ტემპერატურულ რეჟიმს საჭიროებს, ვაქცინაცია საქართველოს სამ ქალაქში -თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში განხორციელდება.

„ტექნოლოგიურად ცივი ჯაჭვი არის აბსოლუტურად კარგად გამართული იმისთვის, რომ ვაქცინაცია დაიწყოს სწრაფად და პროცესი არ შეფერხდეს, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ორი ძირითადი ფაქტორი, ერთი ის, რომ -80-იან ვაქცინას სჭირდება მეტად კომპლექსური ცივი ჯაჭვი და მისი მიწოდება, მიტანა, მაგალითად, რაიონულ დონეზე, გართულდება, ამდენად. ჩვენი მიზანია, ამ ტიპის ვაქცინაცია განხორციელდეს დიდ საავადმყოფოებში, სამ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ჰოსპიტლები შეირჩა ამისთვის და მიმდინარეობს პერსონალის მომზადება. როდესაც უკვე გადავალთ 2-დან 8-გრადუსიან ვაქცინებზე, ეს მეტად მიუხლოვდება რუტინული იმუნიზაციის ქსელს, რაც არის აწყობილი როგორც რეგიონულ, ისე რაიონულ დონეზე“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

საქართველოს მთავრობამ „კოვიდ-19“-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა.

banner
წინა სტატიაშითამარ გაბუნია – კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 მილიონ 700 ათასამდე ადამიანის მოცვა უნდა მოხდეს წლის ბოლომდე
შემდეგი სტატიანათია თურნავა – მადლობა მინდა, გადავუხადო „იბიარდს“ განახლებადი და ინოვაციური ენერგეტიკის განვითარების მხარდაჭერაში