მინსკში, მამაკაცმა გოგონას მისივე სახლში მოპარული 24 მილიონი დაახარჯა…

მინსკში ახალგაზრდა მამაკაცმა ნაცნობის გოგონას სახლიდან 24 მილიონი ბელორუსული რუბლი მოიპარა და ამ ფულებით მას რომანტიული საღამო მოუწყო.

მილიციაში მსხვილი თანხის დაკარგვის შესახებ განცხადება გოგონას დადამ დაწერა. ქალი მოყვა, რომ რამდენიმე ხნის წინ მისმა შვილმა ინტერნეტით 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გაიცნო, რომელიც სახლში სტუმრად დაპატიჟა. ახალგაზრდა მამაკაცი გოგონამ რამდენიმე ხნით სახლში მარტო დატოვა. სახლში დაბრუნებული მასპინძელი, მამაკაცმა ძვირიან რესტორანში წაიყვანა და ფული სრულად დაახარჯა.

ფულის დაკარგვა მხოლოდ მეორე დღეს აღმოაჩინეს. მსხვილი თანხა ეკუთვნოდა ნათესავს, რომელმაც გოგონას და მის დედას ფული შესანახად გადასცა სანამ ის საავადმყოფოში მკურნალობას გადიოდა.
ახალგაზრდა მამაკაცი რამდენჯერმე თაღლითობისთვის ნასამართლევი აღმოჩნდა.

ცნობისთვის, 24 მილიონი ბელორუსული რუბლი, სულ რაღაც  -1300 -მდე აშშ-ს დოლარის ექვიველენტია.

 

banner
წინა სტატიაშიFinancial Times-ი ,,ისლამური სახელმწიფოს,, ბოევიკების ანაზღაურებაზე წერს
შემდეგი სტატიაგერმანიამ სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენა აკრძალა…