თმის ცვენა ბევრი ადამიანისთვის სერიოზული დისკომფორტია, თუმცა თანამედროვე მედიცინა ამ პრობლემის გადაჭრის ეფექტურ გზებს გვთავაზობს. როდესაც საქმე ანდროგენულ ალოპეციას ან უბრალოდ თმის დათხელებას ეხება, ყველაზე ხშირად სამი სახელი გვესმის: მინოქსიდილი, მინოვივაქსი და მინოქსი.
მინოვივაქსი დეფიციტშია
ბოლო პერიოდში მომხმარებლები ხშირად აწყდებიან პრობლემას – აფთიაქებში მინოვივაქსი და მინოქსი დეფიციტშია. ეს პოპულარული პრეპარატები ბევრისთვის ნაცნობი არჩევანია, თუმცა მათი არარსებობა ბაზარზე არ ნიშნავს, რომ მკურნალობის კურსი უნდა შეწყვიტოთ. პირიქით, მკურნალობის შეწყვეტა ამოყვანილი თმის ცვენას გამოიწვევს და რეალურად, Kirkland-ის ან Member’s Mark-ის ბრენდების მინოქსიდილი უფრო უკეთ მუშაობს. გაცილებით მეტი კვლევაა მათზე ჩატარებული და თან ორივე, ამერიკული კომპანიაა.
გამოსავალი მინოქსიდილია
როგორც Kirkland Minoxidil-ის, ისე Minovivax/Minox-ის მთავარი და ერთადერთი აქტიური ნივთიერება არის მინოქსიდილი. სინამდვილეში, “მინოვივაქსი”/”მინოქსი” მხოლოდ ბრენდის სახელებია, ისევე როგორც სხვა ცნობილი დასახელებები. როდესაც აფთიაქში ამ კონკრეტულ დასახელებას ვერ პოულობთ, გამოსავალი პირდაპირ თქვენ წინაშეა – უნდა შეიძინოთ სხვა ბრენდის მინოქსიდილი. ორივე შემთხვევაში თქვენს სკალპზე ზუსტად ერთი და იგივე ნივთიერება მოქმედებს, რომელიც:
- აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ფოლიკულებში;
- ახანგრძლივებს თმის ზრდის (ანაგენურ) ფაზას;
- აღვიძებს “მიძინებულ” ბოლქვებს.
შესაბამისად, თუ მინოვივაქსი/მინოქსი არ არის ხელმისაწვდომი, სხვა მინოქსიდილზე გადასვლა აბსოლუტურად უსაფრთხო და ეფექტურია. უბრალოდ, თუ იყენებთ 5%-იან ხსნარს, გამოიყენეთ კვლავ 5%-იანი.
სად ვიპოვოთ ხარისხიანი პროდუქცია?
საუკეთესო ამერიკული ბრენდის მინოქსიდილს, როგორც სითხის, ისე ქაფის სახით, რომელიც მინოვივაქსის/მინოქსის შემცვლელია (ალტერნატივა), ამ საიტზე ნახავთ.
ტ-551 10 74 20


















