მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებაზე პარლამენტი სავარაუდოდ 29 დეკემბერს იმსჯელებს

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

საქართველოს საკანონმდებლო ორგანო მინისტრთა ახალ კაბინეტს ნდობას სავარაუდოდ 29 დეკემბერს გამოუცხადებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მანამდე საკითხის კომიტეტებში განხილვა მოხდება.

როგორც დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობამ 7 დღის განმავლობაში უნდა გამოკვეთოს მომავალი პრემიერობის კანდიდატი, წარუდგინოს ის პრეზიდენტს, რომელიც ოფიცილაურად წამოაყენებს მის კანდიდატურას და დაიწყებს ახალი მთავრობის ფორმირებას, შემდეგ კი, კანიდატი წარედგინება პარლამენტს.

“პარლამენტის მიერ ნდობამიღებული მთავრობა, მუშაობას შეუდგება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი თანამდებობაზე დანიშნავს პრემიერს, ის კი, დანიშნავს მინისტრებს. მანამდე პრემიერი და მინისტრები აგრძელებენ მუშაობას. ჩვენ, როგორც პარლამენტს გვექნება უკვე შემდგომი ეტაპის საქმე, კერძოდ, სამთავრობო პროგრამა და შემადგენლობა უნდა განვიხილოთ ფრაქციებში და განხილვის ბოლოს უნდა ჩატარდეს ბიურო. მეორე დღეს უკვე შეგვეძლება მოვისმინოთ ახალი სამთავრობო პროგრამა და მოვუსმინოთ ახალ მთავრობას. წინასწარი ვარაუდით, შესაძლოა 28-29 დეკემბერს ვიმუშაოთ ამ რეჟიმში და სამშაბათს ჩაატრდეს პლენარული სხდომა, რომელზეც ნდობის საკითხზე ვიმსჯელებთ. ეს არის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი, თუმცა ჩვენ გვაქვს ვადები და მაქსიმალური ვადებით, შესაძლოა 14-15 იანვრამდე ვიყოთ ამ პროცესით დაკავებული”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივანო მაჭავარიანი: რამდენიმე დღეში მიიღეს გადაწყვეტილება, ივანიშვილი არის ჩართული აქტიურად
შემდეგი სტატიათამარ სანიკიძე: ამ წარმატებულ ნოტაზე ვისურვებდი, რომ ღარიბაშვილი ჩვენთან დარჩენილიყო