,,„მინისტრთა კაბინეტის გადატვირთვა ვადამდელი არჩევნების გარეშე უნდა მოხდეს“

პეტრე პოროშენკო მიიჩნევს, რომ უკრაინაში მინისტრთა კაბინეტის გადატვირთვა ვადამდელი არჩევნების გარეშე უნდა მოხდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელთან, კრისტინ ლაგარდთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.

პოროშენკოს თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს და რეფორმების გასატარებლად პირობებს გააუარესებს. მთავრობასა და საპარლამენტო კოალიციას შორის კრიზისის მიუხედავად, უკრაინის ლიდერმა პირობა დადო, რომ ქვეყნის ფინანსური და პოლიტიკური სტაბილურობისთვის გადამწყვეტ ნაბიჯებს გადადგამს და რეფორმების გატარებას გააგრძელებს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი პირადი დაცვის მომსახურებაზე უარს აცხადებს
შემდეგი სტატია“იმედი მაქვს, ეს არ არის ზუსტი ინფორმაცია”, – თამარ კორძაია გოგი თოფაძის ბრალდებებზე