მინისტრთა კაბინეტი დღეს 36 საკითხზე იმსჯელებს

მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 36 საკითხზე იმსჯელებენ, მათ შორის, ორი საიდუმლოა.

სხდომაზე ყველაზე მეტი საკითხი განსახილველად გატანილი აქვს ვიცე- პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს. მათი უმეტესი ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ეხება.

სხდომის დაწყებამდე კომენტარები არ გაკეთებულა.

banner
წინა სტატიაში(+video) ,,თავისუფალი დემოკრატები” მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან
შემდეგი სტატია,,ვაპირებთ სტიქიით დაზარალებულ სოფლებში შესაბამისი პრეპატარები ჩავიტანოთ, რომ ხეხილი და ნარგავები გადარჩეს”