მინისტრმა ნანა გაბელიამ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, დევნილ ბავშვებს საჩუქრად სასკოლო ნივთები გადასცა

დღეს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია , აფხაზეთის დევნილთა მინისტრის მოადგილე მურად აბლოთიასთან ერთად უცნობ გმირთა ქუჩის №85-ში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტს ესტუმრა, ბავშვებს საჩუქრად სასკოლო ნივთები გადასცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში სასკოლო ნივთები საჩუქრად 6-დან 9 წლამდე, 400-მდე დევნილმა ბავშვმა მიიღო.

banner
წინა სტატიაში“შე ნაბიჭვარო” – კობახიძე- მელიას დაპირისპირება ევროკავშირის წარმომადგენლობასთან
შემდეგი სტატიაკობახიძე: რადიკალურ ოპოზიციას შემიძლია, დავპირდე, რომ 2024 წელს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები