“მინისტრის საქციელმა ყველა დაგვამუნჯა” – ვიოლა ფონ კრამონი წულუკიანის მიერ “მთავარი არხის” მიკროფონის წართმევაზე

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი კულტურის უკულტურო მინისტრის ქმედებას ეხმაურება, როცა მან “მთავარი არხის” ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და მიითვისა. კრამონი ამბოს, რომ ამ საქციელმა “ყველას მეტყველების უნარი წაართვა”. მისივე თქმით, საქართველოში მედიის თავისუფლება შეტევის ქვეშაა.

კულტურის მინისტრის საქციელმა ყველას მეტყველების უნარი წაგვართვა და მსგავსი რამ, რა თქმა უნდა, დემოკრატიულ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს. ამავე დროს, მართალია, მე ჩემი გამოსვლა ჟურნალისტებისადმი მხარდაჭერით დავიწყე, მაგრამ მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი მართლაც ზედმეტად იჭრება რესპონდენტების პირად სივრცეში. ეს რა თქმა უნდა არ ამართლებს მინისტრის საქციელს, მაგრამ ჟურნალისტებმაც ყველაფერი უნდა იღონონ, რომ პოლიტიკოსების პირად სივრცეში არ შეიჭრან. ამავე დროს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოში მედიის თავისუფლება შეტევის ქვეშაა, – ამბობს ვიოლა ფონ კრამონი.

banner
წინა სტატიაშიჩვენ დიდ თანხებს ვაწვდით საქართველოს და გვინდა, რომ ეს ფული სწორი მიმართულებით დაიხარჯოს
შემდეგი სტატიაფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” საგანგებო განცხადებას ავრცელებს