მინისტრის აზრით, დე ფაქტო ცხინვალის ჯარის რუსეთის არმიაში გაერთიანება მილიტარისტული ნაბიჯია

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე მიიჩნევს, რომ დე ფატო ცხინვალის ჯარის რუსეთის არმიაში გაერთიანება მილიტარისტული ნაბიჯია და ოკუპანტს ბუმერანგივით დაუბრუნდება.
ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ეს არის კიდევ ერთი მილიტარისტული ნაბიჯი ოკუპანტის მხრიდან, რომელიც მას ბუმერანგივით დაუბრუნდება. გზების გადაკეტვა, სამხედრო აღმშენებლობა არ არის ოკუპირებულ რეგიონში შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი”, – განაცხადა დოლიძემ.
14 მარტს რუსეთის მთავრობამ პრეზიდენტ პუტინს ცხინვალის სამხედრო შენაერთების რუსეთის არმიაში გაწევრიანების ინიციატივით მიმართა. პუტინმა ინიციატივა დააკმაყოფილა და შესაბამისი განკარგულებაც გასცა.
რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაიპყრო. შემდეგ ეს ტერიტორიები დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა. რუსეთის ფედერაცია დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო
შემდეგი სტატიამშენებლობის ნებართვა 10 000$-ს სანაცვლოდ – თაღლითობის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს