მინისტრები პარლამენტში პერსონალურად ბატონ კახიძეს ან ბატონ გოცირიძეს ვერ ეწვევიან

პარლამენტში მინისტრები მოდიან და მოვლენ, მათ შორის ძალოვანი უწყების მინისტრებიც, მაგრამ არა სპექტაკლებისთვის და შოუების გასამართად, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ პარლამეტში ძალოვანი უწყების მინისტრების პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ მოდიან მინისტრები პარლამენტში, როდესაც მათ ოპოზიცია იბარებს, ბესელიამ აღნიშნა, პერსონალურად ოთარ კახიძეს და რომან გოცირიძეს ვერ ეწვევიან.

“2012 წლის დეკემბრიდან დავასრულეთ ეტაპი, როდესაც მინისტრები არ დადიოდნენ პარლამენტში და ისინი თავად იბარებდნენ პარლამენტის წევრებს. 2013 წლიდან დავიწყეთ საპარლამენტო კონტროლის განხორციელება და ნურავინ შექმნის იმის ილუზიას, რომ მინისტრების პარლამენტში დაბარება უცხო ხილია. პარლამენტში მინისტრები მოდიან და მოვლენ, მათ შორის ძალოვანი უწყების მინისტრებიც, მაგრამ არა სპექტაკლებისთვის და შოუების გასამართად, არამედ იმისთვის, რომ კითხვებზე პასუხები ჰქონდეთ. პერსონალურად ბატონ კახიძეს ან ბატონ გოცირიძეს ვერ ეწვევიან. ისინი მოდიან პარლამენტში,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ქობულეთში არასრულწლოვნის ქორწინების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაგიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემა აქვს, შეგვიძლია გავგზავნოთ ეკა კვესიტაძე – ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზებას პასუხობს