მინისტრები ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის შესაძლო ცვლილების შესახებ ცრუ, ე.წ ფეიკ ნიუსს უწოდებენ

სააგენტო “თაიმერის” და ტელეკომპანია “პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის შესაძლო ცვლილების შესახებ მინისტრთა კაბინეტის წევრები ცრუ ინფორმაციას, ე.წ. ფეიკ ნიუსს უწოდებენ.

“პირველმა” ამის შესახებ კითხვა ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს დაუსვა, რაზეც ცქიტიშვილმა თქვა, რომ ეს არის “არაადეკვატური კითხვა”.

აღნიშნული ინფორმაცია უარყო საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმაც. ზაკლალიანის თქმით არანაირი სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება და აღნიშნული არის ცრუ ინფორმაცია, სიცრუე.

რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას, მან ჟურნალისტის კითხვას ასე უპასუხა:

“თქვენ ტვ “პირველი” ბრძანდებით. მე მგონი, თქვენი ტელევიზია იყო, 3-4 თვის წინ გადამდგარად რომ მაცხადებდა. როგორი სიმართლეც გამოდგა ის, ისეთივე სიმართლე არის ის, რასაც თქვენ საუბრობთ არასერიოზულია”, – განაცხადა ნათია თურმავამ. მისი თქმით, ეს არის ე.წ. ფეიკ ნიუსი.

სააგენტო “თაიმერის” ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა მალე შეიცვლება. მმართველი პარტიიდან „თაიმერს“ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ პრემიერი გიორგი გახარია ძალიან მალე „ქართუ ჰოლდინგის“ პოსტზე გააგრძელებს მუშაობას.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი-გახარია პრემიერის პოსტს ტოვებს და „ქართუ ჰოლდინგს“ უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა წყალტუბოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს