მინიმუმ 12-წლიანი გამოცდილების მედპერსონალი გვჭირდება – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ კორონავირუსთან გასამკლავებლად სასუნთქი აპარატების საჭირო რაოდენობა გვაქვს, თუმცა შეზღუდულია ადამიანური რესურსიც და სასწრაფო დახმარების ავტომობილებიც.

“საქართველოში საკმარისი სასუნთქი აპარატია. თუმცა კოვიდთან ბრძოლისას მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსიც და ჩვენ გვჭირდება ისეთი მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ მინიმუმ 12-წლიანი განათლება. რაც შეეხება სასწრაფო დახმარების ბრიგადებს, ისინი, პირველ რიგში, კრიტიკულად მძიმე პაციენტებთან მიდიან. კიდევ ემატება ბრიგადები, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ჩვენ გვესაჭიროება ავტომობილებიც და ექიმებიც”, – ამბობს ტიკარაძე.

banner
წინა სტატიაში” ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობაა”
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე – შემიძლია ძალიან საქმიანი და მეგობრული მოლაპარაკების წარმართვა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან