მინიმალური ფსონი 1000 ლარია – ,,გირჩი” ,,ნაციონალებს” ჰანდიკაპს სთავაზობს

“გირჩი” რუსთავი 2-ის მიერ შეკვეთილ წინასაარჩევნო კვლევის შედეგებს ჰანდიკაპით ეხმაურება.

Edison Research-ის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატს, ზურაბ ჯაფარიძეს, 2% აქვს, არჩევნებს კი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე იგებს.

“საქართველოში მუდმივად არის მითქმა-მოთქმა კვლევების სანდოობასთან დაკავშირებით, რადგან პარტიების მიერ შეკვეთილი კვლევების შედეგები რეალურ შედეგებს არასოდეს ემთხვევა. “გირჩს” აქამდე არ ჰქონია საშუალება, ზუსტად გაეზომა პარტიის რეიტინგი და გულწრფელად ეთქვა სიმართლე საზოგადოებისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არჩევნები ყველაზე უკეთ გვანახებს სურათს და სწორედ ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს მასში “გირჩის” ყველა მხარდამჭერის მონაწილეობას.

თუმცა, ყველა იმ ადამიანის ან ორგანიზაციისთვის, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, კვლევის ავტორებისა და შემკვეთებისთვის, რომელთაც საკუთარი თვალით აქვთ ნანახი რეალობა, სჯერათ ამ კვლევის შედეგების უტყუარობის და წარმოაჩენენ მათ, როგორც ჭეშმარიტებასთან მიახლოებულს, გვაქვს ასეთი შეთავაზება:

მოდით, მოვაწყოთ მარტივი ტოტალიზატორი და დავდოთ ფსონი:

ჰანდიკაპს გაძლევთ –

თუ ჯაფარა იღებს 5%-ზე ნაკლებს, იგებთ თქვენ, რაც ნიშნავს იმას, რომ დამატებით მიიღებთ დადებული თანხის 100%-ს. ანუ გირჩის წაგებაზე კუში 2.0-ია. თუ ჯაფარა 5%-ს ან კვლევაში ნაჩვენებზე მინიმუმ 2-ნახევარჯერ მეტს იღებს, დადებული თანხა ჩვენია. თუ კვლევის გჯერათ, დადეთ” – წერია “გირჩის” განცხადებაში.

მინიმალური ფსონი 1000 ლარია.

banner
წინა სტატიაშისაქართველო და ტაილანდი უვიზო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობაზე მსჯელობენ
შემდეგი სტატია,,თუ ოქუაშვილმა და ჩუბინიშვილმა ჩაიდინეს დანაშაული პროკურატურამ უნდა დააკისროს სანქციები”