მინდიაშვილი: რაც ახლა ვარდების მოედანზე ხდება, ამ ორივე შესაძლებლობას ეწინააღმდეგება

მინდიაშვილი ნამახვანზე

“ერთი რამეა გასათვალისწინებელი – საქართველო, წლების განამვლობაში ჩატარებული ადგილობრივი თუ საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ევროპაში ყველაზე ჰომოფობიური, ისლამოფობური, არმენოფობური, ანტისემიტური, ქსენოფობური ქვეყანაა. საქართველოში, სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ყველაზე მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ ქართული კულტურა სხვებზე უპირატესია; მოსახლეობის 75 პროცენტი ენდობა საპატრიარქოს, 90 პატრიარქს, გადაწყვეტილების მიღებისას 95 პროცენტი რელიგიას მნიშვნელოვან როლს ანიჭებს (ეს ცუდი სულ არ იქნებოდა, რელიგია გაცნობიერებულ და განათლებულ რწმენას, რელიგიური აზროვნებისა და ეთიკის მდიდარ ისტორიულ ტრადიციას რომ ეფუძნებოდეს) მოსახლეობის ნახევარზე მეტს არ სურს სეკულარული სახელმწიფო. პიზას კვლევების მიხედვით, ქართველი ბავშვები ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილები არიან მათემატიკის, საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნასა და წაკითხულიდან შინაარსის გამოტანაში; აბიტურიენტების უდიდესი უმრავლესობა, ყველა პარამეტრით, ვერ აკმაყოფილებს მაღალი, 8-9 კლასების ცოდნის დონეს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი განვითარების პერსპექტივა, როგორ ვთქვა, უფრო შეუძლებლის შესალებლობას წარმოადგენს. ერთადერთი, რაც შანსს გვიტოვებს, არის ლიბერალურ – დემოკრატიული სამართლებრივი წესრიგი და თავისუფალი ბაზარი – სხვა არაფერი. რაც ახლა ვარდების მოედანზე ხდება, ამ ორივე შესაძლებლობას ეწინააღმდეგება”, – წერს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიკუჭავა ელჩებს: პარლამენტი არ არის უფლებამოსილი, დაელოდოს 2022 წელს კანონის ცვლილებებს
შემდეგი სტატიაუგულავა ზალკალიანზე – ამაზე სამარცხვინო მხოლოდ რუსების განცხადებაა