მინდია გოგოჭურისთვის ბრალის წარდგენა ხვალ იგეგმება

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის სიძეს, მინდია გოგოჭურს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ბრალს სავარაუდოდ ხვალ, დღის პირველ ნახევარში წაუყენებენ. ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა, შოთა მანელიძემ განაცხადა.

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მინდია გოგოჭური და გიორგი რაზმაძე წუხელ დააკავა. სამართალდამცველებმა თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გიორგი რაზმაძე გადაიყვანეს პენიტენციურ დაწესებულებაში, მინდია გოგოჭური კი დროებითი მოთავსების იზოლატორში. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – თუკი ინაუგურაციამდე აღიარებული ვიქნები, როგორც პრეზიდენტი, მოვიწვევ გრიგოლ ვაშაძეს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – ევროკავშირის ელჩს ვუთხარი, რომ შერიგება უნდა დაიწყოს საზოგადოებასთან