მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, ვიზალიბერალიზაცია გექნებათ – EPP-ს პრეზიდენტი
სხვა სტატიები
ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ჟოზეფ დოლის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაცია ექნება. თუმცა ჟოზეფ დოლი იქვე ამბობს, რომ შესაძლოა ვიზალიბერალიზაციის პროცესი დროში გაიწელოს.
„მე განვაცხადე, რომ არსებობს პროცედურა და ის იქნება პოზიტიური, მაგრამ არ ვიცი ეს მოხდება 15 ივნისს თუ წლის ბოლოს. ეს არის ევროპული პროცედურა, დამატებით კითხვებზე პასუხისთვის გვექნება პრესკონფერენცია. მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, ვიზალიბერალიზაცია გექნებათ, მაგრამ ეს შეიძლება დროში გაიწელოს. ევროპაში არის ბევრი საკითხი, მათ შორის ტერორიზმის თემა, რომელიც აფიქრებს ევროპას. მე მინდა საქართველო ისეთი სახელმწიფო იყოს, სადაც სამართალი არსებობს, იყოს თავისუფალი და ჰქონდეს ევროპული მომავალი,“-განაცხადა ჟოზეფ დოლიმ.