მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს იმისთვის, რომ ილოცა სტიქიის ბედნიერად დასრულებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქს მადლობას უხდის. კვირიკაშვილის განცხადებით, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ბორჯომის სტიქიამ უმსხვერპლოდ ჩაიარა.

“მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს იმისათვის, რომ მან ილოცა სტიქიის ბედნიერად დასრულებისთვის. მისი ლოცვითა და კურთხევით ჩვენ უმსხვერპლოდ დავასრულეთ ეს ძალიან რთული დღები და მადლობა ღმერთს, რომ გუშინდელი დღეც უმსხვერპლოდ დასრულდა – მხედველობაში მაქვს ვერტმფრენის კატასტროფა. მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ყოველ დღე, ყოველ წუთიერად ლოცულობს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მშვიდობისათვის და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისათვის, მთელი ერი მადლობელია მისი ამისათვის. მინდა ვუსურვო მას ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა აქვე სრულიად საქართველოს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.

“მინდა, მოგილოცოთ მთელი გულით მარიამობის ულამაზესი დდესასწაული. მინდა გისურვოთ ერთიანობა, ბევრი სიხარული, ჩვენი ოჯახების გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება და გამთლიანება”, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშისაგანგებო სიტუაციების სააგენტოში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ სოფელ დაბას მიმდებარედ ხანძრის ახალი კერა გაჩნდა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ოპოზიციის მხრიდან თუ იქნება ჩვენ კითხვებზე პასუხი, მზად ვართ დიალოგისთვის