მინდა, უდიდესი მადლიერება გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, ვინც სიცოცხლე შესწირა ქვეყნის თავისუფლებას

მინდა, უდიდესი მადლიერება გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, ვინც სიცოცხლე შესწირა ქვეყნის თავისუფლებას, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, რომელმაც რუსთაველის გამზირზე 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„მინდა, უდიდესი მადლიერება გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც 1989 წელს 9 აპრილის ღამე აქ გაატარეს. განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც სიცოცხლე შესწირა ქვეყნის თავისუფლებას და ჩვენი ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, დამოუკიდებლობის დაბრუნებას.

ერთი მხრივ, ეს დღე ყველასთვის ძალიან ტრაგიკულია, მეორე მხრივ კი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორიისთვის, ახალი ეტაპისთვის, დამოუკიდებლობის დაბრუნებისთვის.

ყველას უნდა გვახსოვდეს, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას, რომ სწორედ ასეთი მოვლენების შედეგად, ასეთი ერთიანობის შედეგად არის შესაძლებელი ახალი ისტორიის შექმნა, არის შესაძლებელი იმ ფასეულობების დაცვა, რომელიც ჩვენთვის ყველასთვის არის ძვირფასი. ეს დღეს ყველას უნდა გვახსოვდეს და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა ამ ადამიანების სიცოცხლე არ იყოს ტყუილად განწირული, უნდა განვამტკიცოთ ჩვენი თავისუფლება, უნდა განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა და ვეცადოთ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო თავისუფალი და ძლიერი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკონსტანტინე გამსახურდია:9 აპრილის ღამე იყო გმირობის, ვაჟკაცობისა და მართლაც თავგანწირვის ღამე
შემდეგი სტატიამინდა, ქედი მოვიხარო 9 აპრილს დაღუპული გმირების წინაშე