მინდა, თქვენი პრინციპი დავინახო, რომ სიტყვას „ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციას“ მინიმუმ რამდენიმე წელი აღარ გავიგებთ

ძალიან პატივს ვცემ თქვენს პრინციპულობას და მინდა, თქვენი პრინციპი დავინახო, რომ ეს სიტყვა – ოპტიმიზაცია-რეორგანიზაცია მინიმუმ რამდენიმე წელი აღარ გაისმება თავდაცვის სამინისტროში, – ასე მიმართა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშით გამოვიდა.

ირაკლი სესიაშვილმა ლევან იზორიას რამდენიმე კითხვა დაუსვა, მათ შორის, ერთ-ერთი მათგანი თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ რეორგანიზაცია -ოპტიმიზაციის პროცესს ეხებოდა.

„ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, იცით, რომ მე მაქსიმალურად მხარს ვუჭერდი ამ პროცესს, მინდა გითხრათ, რომ ოპტიმიზაცია-რეორგანიზაცია შეიძლება ძალიან მოქნილი იყოს მინისტრისთვის, რომ რეფორმები განახორციელოს, მაგრამ აუტანელი სიტყვაა ნებისმიერი თანამშრომლისთვის, მათ შორის, მათთვის, ვინც შეიძლება დღეს თქვენ გვერდითაა. ძალიან პატივს ვცემ თქვენს პრინციპულობას და მინდა, თქვენი პრინციპი დავინახო, რომ ეს სიტყვა მინიმუმ რამდენიმე წელი აღარ გაისმება თავდაცვის სამინისტროში. მერწმუნეთ, ჩემი მხრიდან პირადად მაქსიმალური მხარდაჭერა გექნებათ“, – განაცხადა სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია : ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პროცესები დიდი გამოწვევაა
შემდეგი სტატიაამ ეტაპზე იმის თქმა, რომ საქართველოს საზღვრებიდან გადავიდა ”იგლას” ტიპის საზენიტო დანადგარები, არასწორია