“მინდა რომ ციხეში წავიდეს დამნაშავე…” – ინგა გრიგოლია

ინგა გრიგოლია იმედს გამოთქვამს, რომ პირი, რომელიც მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელბს სათანადოდ დაისჯება.ჟურნალისტი გუშინდელი დაკითხვის შემდეგ ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და აცხადებს, რომ ამის შემდეგ უფრო აქტიურად გააშუქებს ქალებზე ძალადობას და წნეხს და მათ უფლებებს:
“შვიდი საათი ვიყავი გამოკითხვაზე პოლიციაში. ძალიან მძიმეა და სტრესულია ეს ყველაფერი,მაგრამ სხვა რა გზაა. მინდა რომ ციხეში წავიდეს დამნაშავე,რომელიც რამდენიმე წელია არანორმალურ ფსიქოლოგიურ წნეხში მაცხოვრებს და იმედი მაქვს,ამჯერად მაინც დაისჯება სათანადოდ. ძალიან დიდი იმედი მაქვს.მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ყველას,ვინც მამხნევებთ და გულთან ახლოს მიიტანეთ ჩემი საფრთხეები. მადლობა ,მეგობრებო! აქამდეც სულ ვაშუქებდი და ამიერიდან კიდევ უფრო აქტიურად გავაშუქებ ქალთა უფლებებს,ქალებზე ძალადობას და წნეხს…მათ კი,ვინც სასწაული კომენტარები მიწერა და ღლიცინი დაიწყო ჩემს პრობლემაზე,ერთადერთს ვეტყვი- ნუ იქნებით დარწმუნებულები ,რომ თქვენც არ შეგეხებათ ძალადობა.ცხოვრების კანონზომიერებაა ასეთი,ბუმერანგია ცხოვრება. ადამიანი,რომელიც მსხვერპლს დასცინის ან აბუჩად იგდებს, რომელიც მსხვერპლს თავის მართლების რეჟიმში აყენებს,მინიმუმ ძალიან ცუდი ადამიანია.დანარჩენს თქვენივე ცხოვრება გასწავლით. მშვიდობა გქონდეთ და კიდევ ერთხელ,ბევრი მადლობა ყველას,ვინც მამხნევებთ” წერს გრიგოლია.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი: მტკიცებულებებით უნდა ვაჩვენოთ, რომ რუსეთი აგვისტოს მოვლენებამდე ბევრად ადრე ემზადებოდა საომარი მოქმედებებისთვის
შემდეგი სტატიაგიორგი გაბედავა პოლიციას თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ადანაშაულებს