“მინდა რაც შეიძლება ნაკლები გვქონდეს შენიშვნები ერთმანეთის ვარცხნილობაზე, ჩაცმულობაზე, წონაზე და ა.შ.”

”ქართული ოცნების” წევრი კობა ნარჩემაშვილი მომავალ საპარლამენტო საქმიანობაზე სუბრობს და აცხადებს, რომ მცდელობა საკონსტიტუციო უმრავლესობა კატასტროფად ყოფილიყო ნაჩვენები, გაქარწყლდა. მისი თქმით, მას სურს დაკავებული იყოს “ქვეყნის აღმშენებლობაზე ზრუნვით და არა ერთმანეთის ლანძღვით.” როგორც კობა ნარჩემაშვილმა დღევანდელ პრეკონფერენციაზე განაცხადა, კარგი იქნება, თუ საპარლამენტო უმრავლესობა უმცირესობის მიერ ”შემოგდებული” დღის წესრიგით არ იმუშავებს და თავისი საქმიანობით დაკავდება.

”ძალიან კარგია, რომ დასრულდა იმგვარი ინტერპრეტაცია იმისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა კატასტროფაა ქვეყნისთვის, რადგან რაც კონსტიტუციურია, ძალიან კარგია, მითუმეტეს, იმგვარი ხელისუფლების პირობებში, რომელიც არ არის ავტორიტარული მმართველობისკენ მიდრეკილი. მე საკონსტიტუციო უმრავლესობაში საფრთხეს ვერ ვხედავ, პირიქით. ამ შემთხვევაში ამ მთავრობის მმართველობის შემთხვევაში საკონსტიტუციო უმრავლესობა ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების წინაპირობაა და დარწმუნებული ვარ, მთავრობა ამას ეფექტურობისთვის გამოიყენებს. ძალიან კარგია, რომ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა კატასტროფა არ არის, პოლიტიკურ ჩამორჩენილად აღარ ითვლება, რადგან მოსახლეობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ სწორედ ამ მანდატით გაემარჯვა ”ქართულ ოცნებას”. მე მინდა, რომ ჩვენ დაკავებული ვიყოთ ქვეყნის აღმშენებლობაზე ზრუნვით და არა ერთმანეთის ლანძღვით. მინდა დაკავებული ვიყოთ დისკუსიით და რაც შეიძლება ნაკლები გვქონდეს შენიშვნები ერთმანეთის ვარცხნილობაზე, ჩაცმულობაზე, წონაზე და ა.შ. რაც არის ხოლმე ქართული პოლიციკის დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი”, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

banner
წინა სტატიაში2400 ლარი ტესტირებისთვის- შსს-ს არაადამიანურ მოპოყრობაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიარუსეთის საგარეო უწყება ნატო-საქართველოს სამხედრო წვრთნებში სერიოზულ საფრთხეს ხედავს