“მინდა მოგილოცოთ სასიხარულო ამბავი, თურმე ბატონი ბოკერია მოდის ხელისუფლებაში და არ დაგვიჭერს მეგობრებო”

პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა. ე.წ. “პოლიტიკური ამნისტია” სესიაზე კამათის მიზეზი გახდა.

“ევროპული საქართველოს” ინიციატივას დეპუტატების ნაწილი არ იზიარებს. მათი აზრით წინასწარ გაცემული ინდულგენცია სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

დეპუტატები აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური დევნა მიუღებელია, თუმცა დანაშაულზე პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს. დარბაზში დღეს ირონიული განცხადებებიც გაკეთდა.

“მინდა მივულოცო ის სასიხარულო ამბავი, რომ თურმე ბატონი ბოკერია მოდის ხელისუფლებაში და არ დაგვიჭერს მეგობრებო. იმიტომ კი არ დაგვიჭერს, რომ დანაშაული არ არის, ან ვეცოდებით, თურმე პოლიტიკურად სწორი იქნება. იმ პარტიას და იმ პოლიტიკურ ჯგუფს მართლა რა ვუთხარი, თქვენი მისატებელი რომ გახდება, “- განაცხადა უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ.

“ევროპულმა საქართველომ” საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებას არ უნდა მოჰყვეს პოლიტიკური რეპრესიები და სასამართლომ უნდა განსაჯოს ვინ არის დამნაშავე, კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

“თავისუფლების მუღამიც იმაშია, რომ ძალიან ცუდს, უზნეოს, არაუზნეოს, ყველას აქვს სიტყვის თავისუფლება, მაგრამ ერთი რამე გახსოვდეთ, შეხედეთ მოსამართლეთა კანდიდატებს იმ პოზიციიდან, რომ ოპოზიცაში ხრთ, რადგან ძალიან მალე მოგიწვთ ყოფნა და თუ არ მოგიწევთ, შეხედეთ თქვენ ყოფილ კოლეგებს, რომლებიც ბიძინას წყალობიდან გადავარდნენ, ძველს შეეშვით,” – უპასუხა ნუკრი ქანთარიას “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიანაკლიის კონსორციუმი: ურთულესი პირობების
შემდეგი სტატიალაშა იორდანიშვილი -პირობა არის ასეთი, თუ არ იქნება მოსახლეობის 90 პროცენტიანი მხარდაჭერა ჰესი არ აშენდება