“მინდა მოგილოცოთ ყველას ძველ, ახალ უფლებამოსილებაში შესვლა “- გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრებს მიმართა

მინდა მოგილოცოთ ყველას ძველ, ახალ უფლებამოსილებაში შესვლა, – ასე მიმართა ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე მინისტრთა კაბინეტის წევრებს. კვირიკაშვილმა მთავრობის ახალ წევრს, მიხეილ ჯანელიძეს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა, ხოლო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძეს – დაბადების დღე.
“კიდევ ერთხელ მინდა ძალიან მნიშვნელოვანი მოწოდება გავიმეორო ჩვენი საზოგადოების ყველა წევრისთვის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სურვილი, მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს. ამისთვის ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს”, -განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა პრემიერმინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე: ვერ წარმოგვიდგენია საქართველოს განვითარება ახალგაზრდობის ჩართულობის გარეშე