„მინდა მოგილოცოთ, კახა კალაძე დიდი უპირატესობით ლიდერობს“ – გიორგი კვირიკაშვილი

თვითმმართველობის არჩევნები დასრულებულია – 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი საქართველოს მასშტაბით დაიხურა. დღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობების წევრებსა და მერებს ირჩევდნენ.

„ქართული ოცნების“ ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა:

„ეს არის დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი უმნიშვნელოვანის ნაბიჯი, მადლობა მინდა გადავუხადო თიტოეულ ამომრჩეველს, ქართულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით 2012 წლიდან საბოლოოდ შეცვალა ჩვენს ქვეყანაში არცევნების არსი, პარტია ქართული ოცნება ამ დროისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით დიდი უპირატესობით ლიდერობს. ასევე დიდი უპირატესობით ლიდერობს კახა კალაძე და მინდა მოგილოცოთ, ეს არის დიდი გამარჯვება, ველოდებით საბოლოო შედეგებს, ცესკოს დათვლებს, რომელიც დარწმუნებული ვარ დაადასტურებს ქართული ოცნების გამარჯვებას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში54% კახი კალაძე, 15% ზაალ უდუმაშვილი, 14% ალეკო ელისაშვილი
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება“ 58%, „ნაციონალური მოძრაობა“ 16%, „ევროპული საქართველო“ 9%