მინდა, მკაფიოდ განვაცხადო და დავამშვიდო მოქალაქეები, რომ არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი – ღარიბაშვილი

მინდა, მკაფიოდ განვაცხადო და დავამშვიდო მოქალაქეები, რომ არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო ყურძენს 90 თეთრად ჩაიბარებს.

„ჩვენ რამდენიმე კვირის წინ შევიკრიბეთ და განვაცხადეთ, რომ სუბსიდიას შევინარჩუნებდით და ვთქვით, რომ დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო ჩაიბარებდა 90 თეთრად. რამდენიმე დღის წინ კახეთში საკმაოდ ძლიერი სეტყვა მოვიდა, დაისეტყვა ვენახები, ხალხს გამზადებული ჰქონდა ყურძენი ჩასაბარებლად და სამწუხაროდ, სეტყვა მოვიდა. ამის მიუხედავად, მინდა, მკაფიოდ განვაცხადო და დავამშვიდო ჩვენი ძვირფასი მოქალაქეები, რომ არცერთი კილოგრამი ყურძენი, დაზიანებული იქნება, დასეტყვილი, თუ ჩვეულებრივი ყურძენი, არ დარჩება ჩაუბარებელი. სახელმწიფო ჩაიბარებს 90 თეთრად, მათ შორის დასეტყვილ ყურძენს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიინფლაციის შესამცირებლად ეფექტური ნაბიჯები გადავდგით და აგვისტოში 0,9 პროცენტია, რაც დიდი მიღწევაა, მაშინ, როცა მაღალი ინფლაცია გამოწვევად რჩება ევროპაში, ამერიკაში – ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე მმართველი პარტიის გადაწყვეტილება სრულიად გამართლებულია