მინდა, მივუსამძიმრო სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, დიდი ტრაგედია დატრიალდა, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ ვეძებთ – პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

შალვა პაპუაშვილი, პრემიერ-მინისტრთან ერთად, სტიქიის ზონაში იმყოფება.

„სამწუხაროდ, მიწის იმ მასამ, რომელიც მეწყერის სახით იქნა მოტანილი იმ ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, მთლიანად დაფარა მთელი კურორტ შოვის ტერიტორია. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მაშველებს. 210 ადამიანი იქნა უვნებლად გამოყვანილი ამ საშინელი ტერიტორიიდან. გუშინ, მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ და ჯამში 210 ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს. სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ ვეძებთ. ასეთი 36 ადამიანია. მიმდინარეობს როგორც სამძებრო, ისე გაწმენდითი ღონისძიებები. ძალიან მძიმე სურათია. ითქვა კიდეც სპეციალისტების მხრიდან, რომ დასავლეთ საქართველოში ასეთი მასშტაბის ბუნებრივი კატასტროფა არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით 1991 წლის მიწისძვრას. მართლაც დაუჯერებელია ის, რასაც ჩვენ ყველა ვხედავთ, მათ შორის გავრცელდა ვიდეოკადრებიც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სამძიმარი გამოუცხადა
შემდეგი სტატიარამდენიმე საათში დავიწყებთ ჯარის მობილიზებას, შესაბამისი აღჭურვილობა გვაქვს – გვაქვს საფეხმავლო, გასაშლელი ხიდებიც, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ – თავდაცვის მინისტრი