“მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს საერთო ღირებულებებისადმი განსაკუთრებული ყურადღებისთვის”

საჯარო ადმინისტრირება არის ყველა სექტორში მოსახლეობის ინტერესების მომსახურების ინსტრუმენტი, მისი კარგი მუშაობა არის ნამდვილი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედი,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იანოშ ჰერმანა საქართველოსთვის 30 მილიონი დახამრების გამოყოფის თემაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს სფერო მნიშვნელოვანია სახელწიფოსა და მისი ინსტიტუტებისადმი მოსახლეობის ნდობის გაძლიერების თვალსაზრისითაც.

„საქართველოს ეროვნული რეფორმების სტრატეგია, რომელცი 2015 წელს დამტკდა, ეფუძნება საჯარო ადმინისტრირების ევროპულ პრინციპებს. ევროკავშირი ამაყობს, რომ საქართველოს მთავრობისთვის არის მაგალითი და ამავე დროს მისი ძალისხმევის მხარდამჭერი. საჯარო ადმინისტრირების რეფორმა არის ჩვენი ერთობლივი მიზანი, ევროკავშირისა და საქარველოს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. ეს რეფრომა არის ამ შეთანხმების მნიშვნელოვანი კომპონენტი. ეჭვგარეშეა, ჩვენ ვაღიარებთ საჯარო ადმინისტრირების რეფორმის მნიშვნელობას, რომელზეც მიმართულია ევროკავშირის ფინანსური დახმრების 25 პროცენტი. რეფორმების მხარდაჭერის ფაგლებში ღეს გამოვაცხადეთ 30 მლიონი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებ. ევროკავშირის კონტრიბუცია არის როგორც ფინანსური – ბიუჯეტის მხარდაჭერის გზით, ასევე ტექნიკური, ექსპერტების მობილიზების, ადმინისტრაციული პოტენციალის გაძლიერების გზით“,-აღნიშნა ჰერმანმა.

მისივე თქმით, მთავრობის ადმინისტრირებას ენიჭება წამყვანი როლი პროგრამის ფრაგლებში, ამ პროგრამით სარგებელს მიიღებს რამდენიმე სამინისტრო და ინსტიტუტი.

„პროგრამა, ასევე ითვალსიწინებს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას. ველოდებით, რომ საჯარო ადმინისტრირების რეფორმა გამოიღებს შედეგებს, მათ შორის პოლიტკის დაგგემვის ხარისხის გაუმჯობესების, მოქალაქეების მოსმახურების განვითარების, კორუფციის აღმოფხვრის, გამჭვირვალობის დონისა და საჯარო მომსახურების ხარისხის გაზრდის მხრივ. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ამ რეფორმის შედეგების შესახებ ინფორმაციის ფართო საზოგადოებისთვის მიწოდებას. მიგვაჩნია, რომ ფუნდამენტურია ამ პროცესისადმი საზოგადოების ნდობის გაძლიერება. მსურს ასევე აღვნიშნო, რომ პოლიტირური ხელმძღვანელობა კომპლექსური, გრძელვადიანი რეფორმების წარმატების მნიშვნელობანი ფაქტორია“,- განაცხადა ჰერმანმა.

ევროკავშირის ელჩა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტროს, გიორგი კვირიკაშვილა.

„ნება მიბოძეთ, გადაგიხადოთ პირადად მადლობა ჩვენი საერთო ღირებულებებისადმი თქვენი განსაკუთრებული ყურადღებისთვის. მსურს, ასევე, გამოვიყენო შესაძლებლობა და შევაქო ევოკავშირსა და საქრთველოს შორის დიალოგის ხარისხი. ამ პროგრამის მზადების მთელი პროცესი ასახავდა ჩვენს შორის პარტნიორობის მაღალ დონეს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ პოროგრამის განხორციელების მთელი პროცესი ამ სულისკვეთებით გაგრძელდება. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ უახლოესი წლები დღეს წარმოდგენილი პროგრამის მიზნების მისაღწევად“,-აღნიშნა ჰერმანმა.

banner
წინა სტატიაშისარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი ცალმხრივად გაიხსნა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრა გამართა