“მინდა გავიარო ახალი ანალიზები” – მიხეილ სააკაშვილს პირადი ექიმი ხვდება

მიხეილ სააკაშვილს პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ხვდება. როგორც მან საპატიმროში შესვლის წინ, ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე საუბარი არ იქნება.

„საავადმყოფოში გადაყვანაზე საუბარი დღეს ალბათ არ იქნება. ახლა მინდა გავიარო ახალი ანალიზები. რუტინული კვლევების, სისხლის საერთო ანალიზის პასუხები უნდა იყოს. ორგანიზმზეა ყველაფერი დამოკიდებული“, – განაცხადა სააკაშვილის პირადმა ექიმმა.

10 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც ექიმი განმარტავს, ეს შიმშილობის გამო მოხდა და უჭირს საუბარი და მოძრაობა.

მიხეილ სააკაშვილი 10 დღეა შიმშილობს.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – უკიდურესი უზნეობაა პატიმარზე დაცინვის ტონში საუბარი
შემდეგი სტატიაუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 ოქტომბრისთვის – დოლარი – 3.1300 ლარი, ევრო – 3.6192 ლარი, ფუნტი – 4.2640 ლარი